2017-03-21 16:28:29, 2468 ნახვა
საზოგადოება კომენტარი Lifestyle
კალაძე ჟურნალისტებს: თქვენ ხართ ხიდი რეალობასა და ადამიანების განწყობას შორის - გისურვებთ მაღალ სტანდარტს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა. როგორც კალაძე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე, პრინციპულობაზე და თავისუფლებაზე ხელისუფლების მუშაობის ხარისხია დამოკიდებული. "ჟურნალისტებს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. თქვენს პროფესიონალიზმზე, პრინციპულობაზე და თავისუფლებაზე დამოკიდებულია ხელისუფლების მუშაობის ხარისხი და მოსახლეობის "ცოდნა" მიმდინარე პროცესებზე შინ თუ გარეთ. თქვენ ხართ ხიდი რეალობასა და ადამიანების განწყობას შორის და თითოეულ ინფორმაციას, თითოეულ სიტყვას ამ ხიდზე ატარებთ ფაქიზად და ლაღად. ჟურნალისტების, მედიის მუშაობის ხარისხი განაპირობებს სამოქალაქო ცნობიერებას, საზოგადოებრივ აზრს და განწყობას. თქვენ ხართ ხალხის და ხელისუფლების ხელისუფლება - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა , გისურვებთ მაღალ სტანდარტს და დიდ მიღწევებს თქვენს საინტერესო საქმიანობაში!", - წერს კალაძის. ცნობისთვის, დღეს ქართული ჟურნალისტიკის პროფესიული დღე აღინიშნება. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|