21:26 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 00:11:33, 963 ნახვა

სპეციალური ანონსი
23 მარტის სპეციალური ანონსი

23 მარტს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 

23 მარტს, 10:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციასთან ერთად გამოიფინება 1629 წელს რომში გამოცემული პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - ქართული ანბანი ლოცვებითურთ; ასევე რომში, 1679 წელს გამოცემული ქართული ენის გრამატიკა; 1705 წელს მოსკოვში დასტამბული დავითნი; 1709 წელს ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი სახარება და სხვა უნიკალური ექსპონატი.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ-ის პირველი კორპუსი

23 მარტს, 11:00 საათზე,"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის ზვიად ხორგუაშვილის ბრიფინგი გაიმართებ.
თემა: “ქართული ოცნების” მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა და მისი მძიმე შედეგები.
მის: ორთაჭალა, გულიას ქ. #1ა 
საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, თეონა უსტიაშვილი - 577 27 00 24, თეონა ოთანაძე - 577 95 11 15

23 მარტს, 12:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: კინოდოკუმენტალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები. 
მის: ჭოველიძის ქ.#10 
საკონტაქტო პირი თინა ფრანგიშვილი - 577 05 23 15

23 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, ”მოქალაქეთათვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართება. 
პრეზენტაციას დაესწრებიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ სმიტი.

23 მარტს, 12:00 საათზე, „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში მყოფ შშმ მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების მოთხოვნით პრესკონფერენციას გამართავს. 
მის.: მ. კოსტავას ქ. #68, II კორპუსი, III სართული

23 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე გიგა გუბელაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის წინ პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: რამდენად ეფექტურად საქმიანობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით, მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რამდენად არის დაინტერესებული ახალგაზრდებთან ურთიერთობით და რამდენად ითვალისწინებს მათ მოსაზრებებს, ამასთანავე ყურადღება გამახვილდება სხვადასხვა გარემოებებზე, რომელიც თავად მინისტრის საქმიანობას უკავშირდება.
საკონტაქტო ტელ.: 557733315

23 მარტს, 14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შემავალ ცვლილებათა პროექტს გააცნობს.
მის: წერეთლის #144, ჯანდაცვის სამინისტრო
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

23 მარტს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო ქეთევან ციხელაშვილი „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამის) მონაწილე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის საჯარო სექტორში სტაჟირების პროგრამას წარადგენს.

23 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გიორგი ბრწყინვალის სახელობის დარბაზში, სასამართლო სისტემის სტრატეგიის სამოქმედო გეგმების დამუშავების პირველი შეხვედრები გაიმართება, სადაც კომიტეტის წევრები შეთანხმდებიან სასამართლო სისტემის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე. 
შეხვედრებს გაუძღვეიან: საქართველოს უზენაესი სასამართლოს-იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვეეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ევა გოცირიძე; თამარ ალანია; კახა სოფრომაძე. შეხვედრებს მოდერაციას ,,სინერჯი“ ჯგუფი გაუწევს.
მის: ზუბალაშვილების ქ. #32

23 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics