2017-03-25 16:05:32, 940 ნახვა
სამხედრო
რეკრუტებმა „ალგეთის“ სამხედრო ბაზაზე საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც განახლებულ „საბრძოლო მომზადების კურსს“ გადიან „ალგეთის“ სამხედრო ბაზაზე საკუთარი მშობლებისა და ნათესავებისთვის გამართულ საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე მოეწყო. სპეციალური სავარჯიშოები რამდენიმე სასწავლო უბანზე ჩატარდა. რეკრუტებმა ინსტრუქტორების დახმარებით საკუთარი ოჯახის წევრებს, ბრძოლის ველზე გადაადგილების ხერხები წარუდგინეს, ასევე გადალახეს დაბრკოლებათა ზოლი, დასასრულს კი სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირება მოახდინეს. საჩვენებელი სწავლების დროს რეკრუტების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში საკუთარი ძალებიც მოესინჯათ. მოხალისეებმა სამხედრო ფორმა მოირგეს და რეკრუტების მსგავსად სხვადასხვა სავარჯიშო შეასრულეს. „ალგეთის“ ბაზაზე „ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსს“ ამჟამად 680 რეკრუტი გადის. „საბრძოლო მომზადების კურსი“ განახლებულია და შეესაბამება საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველნი გადიან. 3-თვიანი მომზადების პირველი ეტაპი 30 აპრილს დასრულდება. რეკრუტების ორი ასეული სამხედრო ფიცს შეიარაღებული ძალების დღეს, 30 აპრილს, ხოლო ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დადებს. კურსის გავლის შემდეგ ახალწვეულები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც შემდეგი 9 თვის მანძილზე იმსახურებენ. სამსახურის პერიოდში მათ უქმე დღეებით სარგებლობის უფლება ექნებათ. ახალწვეულები მონაწილეობას სხვადასხვა სწავლებაში მიიღებენ, გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე შეასრულებენ სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებსაც.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიReuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|