23:41 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 08:35:51, 2870 ნახვა

მსოფლიო
რუსული მედიის დიდმა ნაწილმა ქვეყანაში მრავალათასიანი ანტიკორუფციული მიტინგები არ შეიმჩნია

დამოუკიდებელი რუსული ინტერნეტ გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ადგილობრივი საინფორმაციო მედიის დიდმა ნაწილმა ქვეყნის ათობით ქალაქში გამართული ანტიკორუფციული მრავალათასიანი მიტინგები ფაქტობრივად არ შეიმჩნია. 

საპროტესტო აქციები ვერც Яндекс-ის ახალი ამბების სათავეში მოხვდა.

ამასთან, Meduza შუა მოვლენების დროს წამყვანი რუსული სააგენტოების, ტელევიზიების და რადიოების ვებგვერდების, ასევე მოსკოვის მერიას დაქვემდებარებული მედია გამოცემების პირველი გვერდების ფოტოებს აქვეყნებს.

 

ანტიკორუფციული დემონსტრაციები ამ გამოცემების მთავარ ამბებში ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საპროტესტო აქციები მთელი რუსეთის მასშტაბით ჩატარდა. ზოგიერთ ადგილას აქციები ორგანიზებული იყო, ზოგან სპონტანური. აქციები 82 ქალაქში გაიმართა, და მასში მთლიანობაში 60 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ადგილობრივი დროით 20:00 საათისთვის მოსკოვის აქციაზე 700-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოზიციონერი ალექსეი ნავალნი. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics