10:38 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 12:52:51, 1939 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ხულორდავა უვიზო მიმოსვლაზე: ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულს ეკისრება

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის სპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა მოქალაქეებს მოუწოდებს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა გააცნობიერონ.

როგორც ხულორდავამ აღნიშნა, ეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა. კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას უვიზო რიჟიმის ამოქმედება მიულოცა. 

„ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. თქვენ ნახეთ, რა დიდი დრო დაჭირდა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას. ეს შესაძლებლობა დღეს უკვე რეალობაა და ის, თუ როგორ ვისარგებლებთ ამით, ეს უკვე ჩვენი ღირსების საკითხია. ყველა ჩვენ თანამოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ვიყოთ ზედმიწევნით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და დავიცვათ ის რეგულაციები, რასაც აწესებს ევროკავშირი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics