07:04 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 13:54:32, 1901 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: მეორე ტურიც იგივენაირად „ლეგიტიმურია“, როგორიც პირველი ტური იყო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე  დოლიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, რუსეთს ყველა ის ქმედება, რასაც ახორციელებს, ბუმერანგივით უკან შეუბრუნდება.

"ნებისმიერი გადაწყვეტილება, კარის ჩარაზვა, ექსპანსიონისტური პოლიტიკის გაგრძელება, რასაც რუსეთი აკეთებს, ვფიქრობ, პირველ რიგში ბუმერანგივით შემოუბრუნდება მას. ეს არასწორია და არ აგვარებს პრობლემებს. ამიტომ, მეორე ტურიც იგივენაირად  "ლეგიტიმურია", როგორიც იყო პირველი ტური და ნებისმიერი სხვა ნაბიჯი ბოლო დღეებში, კვირეებში გადადგმული, განსაკუთრებით სავიზო პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით", - აღნიშნა დოლიძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ  ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 22 ოლქში მიმდინარეობდა. ე.წ. არჩევნების პირველი ტური 12 მარტს გაიმართა, სადაც მხოლოდ 12 დეპუტატი აირჩიეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics