01:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 15:18:15, 1953 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ მოსმენების კანონს ხელი მოაწერა.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტი პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს  მის გადაწყვეტილებას და შესაბამისად ხელს აწერს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ე.წ მოსმენების ახალი სისტემა უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 31 მარტიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, ე.წ. ვეტო მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ამით, ფაქტობრივად ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, შეგვექმნა თვისობრივად ახალი დამოუკიდებელი სისტემა. პრეზიდენტი პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს, მის გადაწყვეტილებას, ხელს აწერს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ამავე დროს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ის ფაქტი, რომ მრავალი ორგანიზაცია თუ ადამიანი აპირებს, რომ ახალი სისტემის შექმნისთვის იბრძოლოს სხვადასხვა სამართლებრივ ასპარეზზე, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოში თუ სტრასბურგში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ექნება აქტიური კონსულტაცია ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც ამ ბრძოლაში არის დაინტერესებული“, - აღნიშნა  ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 22 მარტს დაძლია და იმავე დღეს პირვანდელი რედაქციით დაამტკიცა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics