2017-03-27 15:30:02, 2617 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ სერგეი ნავალნის 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა
ქალაქ მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ ალექსეი ნავალნის 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. „ჩვენ მივმართეთ მოსკოვის მთავრობას აქციის შესათანხმებლად. კანონის შესაბამისად, ჩვენთვის სამი დღის განმავლობაში პასუხი უნდა გაეცათ ან შემოეთავაზებინათ ალტერნატიული ადგილი, ეს არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გვქონდა უფლება აქცია იმ ადგილას ჩაგვეტარებინა, რომელიც თავდაპირველად მოვითხოვეთ“, - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო სხდომაზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთში გამართულ მიტინგზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოსკოვში მიტინგი ტვერსკის ქუჩაზე გაიმართა. აქტივისტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყეს.აქციის მონაწილეების დაკავება დედაქალაქის გარდა სხვა ქალაებში მოხდა ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|