23:47 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 16:17:51, 2057 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: 2017 წლის 28 მარტი საქართველოსთვის ისტორიული დღეა

ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ შგამგზავრებას შეძლებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ბრიფინგი გამართა და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიიულოცა.

„მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეს გადაწყვეტილება. ალბათ, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ 2017 წლის 28 მარტი საქართველოსთვის ისტორიული დღეა. ესაა დღე, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები დაიწყებენ უვიზო გადაადგილებას შენგენისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე, ესაა გამოძახილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან იმაზე, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა  როგორც დემოკრატიული რეფორმების განვითარების, როგორც ქვეყნის წინსვლის, ისე ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ზედმიწევნით სწორად შესრულებაში, მაგრამ ამავე დროს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური გზავნილი ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომ დიახაც ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის, რომ ის, რასაც ჰქვია პოლიტიკური ასოცირება,ეკონომიკური ინტეგრაცია, კავშირების გაღრმავება, მობილურობის გაზრდა, მეტი ინვესტიცია, მეტი მოზრაობა, მეტი განათლება, მეტი კეთილდღეობა ჩვენი თანამოქალაქეებისათვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რაც ყველაზე მთავარია, არის ორივე მხრიდან სწორად აღქმული და გადაწყვეტილებები არის იმპლემენტირებული და შესრულებული ბოლომდე. ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუსურვო მეტი ევროპა საქართველოში, მეტი საქართველო ევროპაში, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტგერაცია იქნება სრულყოფილად განხორციელებული“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics