01:09 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 17:36:10, 2082 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
უგულავა ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის ეკლიანი გზის ერთი მონაკვეთი, ამ გზაზე სიარული უნდა გავაგრძელოთ

,,ეს არის დიდი, ეკლიანი რთული გზის ერთი მონაკვეთი და ამ გზაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიარული იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა, ევროპული ცივილიზაციის, ევროპული კულტურის“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

უგულავას თქმით, საქართველომ ხელშესახები ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ.

,,პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. განსაკუთრებით მინდა ახალგაზრდებს იმიტომ, რომ უვიზოდ შეუძლიათ იმოგზაურონ ევროპაში და ნახონ ყველაფერი, რასაც ევროპული ცივილიზაცია გვთავაზობს. მინდა მივულოცო ასევე საქართველოს ყველა მთავრობას დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ყველას წვლილი სხვადასხვაა, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად ბედნიერი დღე არის იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ხელშესახები ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ. ვისურვებ, რომ ეს იყოს დიდი დასაწყისი, მაგრამ ბუნებრივია, ეს არის დიდი ეკლიანი რთული გზის ერთი მონაკვეთი და ამ გზაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიარული იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა, ევროპული ცივილიზაციის, ევროპული კულტურის. საქართველომ შეიტანოს თავისი წვლილი და სრულფასოვნად დამკვიდრდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც ნიშნავს კეთილდღეობას, განვითარებას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ნორმალურ, ცივილიზებულ თანაარსებობას მეზობელ სახელმწიფოებთან’’, - განაცხადა გიგი უგულავამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics