14:37 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 17:47:31, 1350 ნახვა

საზოგადოება
ჯანელიძე: ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები დამსახურებულად ისარგებლებენ ისტორიული შედეგით

„ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები დამსახურებულად ისარგებლებენ ისტორიული შედეგით, რასაც ევროპის მასშტაბით თავისუფალი გადაადგილება ჰქვია“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც დიდ რეფორმებთან და პოლიტიკურ მხარდაჭერასთან იყო დაკავშირებული, დასრულდა.

„ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო, მსურს მოგილოცოთ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო დიდ რეფორმებთან და პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დასრულდა. ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები დამსახურებულად ისარგებლებენ ისტორიული შედეგით, რასაც ჰქვია ევროპის მასშტაბით თავისუფალი გადაადგილება. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ხალხის და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. წლების განმავლობაში განხორციელებულმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა რეფორმებმა საქართველო გახადა ევროპული ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სანდო პარტნიორად. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად ხვალ პრემიერ-მინისტრთან ერთად მივემგზავრებით ევროპის უძველეს დედაქალაქში, ათენში რის შემდეგადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრს ბრიუსელს ვეწვევით და პრემიერის ინიციატივით ჩვენთან ერთად გამოემგზავრებიან ქართველი წარჩინებული სტუდენტები“,-განაცხადა ჯანელიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს
კალაძე ოპოზიციას - თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენს მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების დაანონსებულ ზეიმზე მოსვლა?
კალაძე არსენალის მთის პროექტზე - 2011 წლიდან კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს
კალაძე - არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროკავშირის, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics