16:46 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 18:11:09, 2310 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა „MEDEF”-ის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების „MEDEF”-ის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი კრისტოფ ფონტენი ხელძღვანელობს. დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ ისეთი მსხვილი ფრანგული კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა „ეარბასი“, „ალსტრომი“, „სოსიეტე ჟენერალი“, „პომა“, „ობერტიური“, „ივეკო ბასი“, „ბიურო ვერიტასი“ და სხვ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „MEDEF”-ის დელეგაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. თავის პრეზენტაციაში მან ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ფრანგული ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი სტრატეგია, ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, საინვესტიციო შესაძლებლობები, სტრუქტურული და მმართველობითი რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. 

„MEDEF”-ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში ფრანგული ბიზნეს-გაერთიანების წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან. 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics