2017-04-13 12:52:58, 1431 ნახვა
სხვადასხვა
მსოფლიოში პოპულარული გართობის მოდელი საქართველოშიც მკვიდრდება
საერთაშორისო კომპანია ბრეინ დრეინი (Brain Drain) ქართველ მომხმარებელს ინოვაციურ სერვისს სთავაზობს. კომპანიის მომსახურება გულისხმობს რეალითი ქვესტის სერვისს, რაც დასვენებისა და გართობის სრულიად ახალი მიდგომაა. ამ ეტაპზე კომპანია 5 სხვადასხვა სათამაშო ქვესტ-ოთახით ფუნქციონირებს, რომლის მიზანიც მომხმარებლისთვის მასზე მორგებული, ინოვაციური და თანამედროვე აქტიური დასვენების შეთავაზებაა. აღსანიშნავია, რომ ახალი კომპანია ბრეინ დრეინი (Brain Drain) / რეალითი ქვესთი - დასვენების, ახლებური გართობისა და თამაშის ადაპტირებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც ცნობილი ფორტ ბოიარდისა და კომპიუტერული თამაშების ერთგვარი ნაზავია. ბრეინ დრეინს (Brain Drain) 2, 5 და რიგ შემთხვევებში 7 ადამიანისგან შემდგარი გუნდი თამაშობს. რეალითი ქვესტი, როგორც გართობის ინოვაციური ფორმა სრულიად უცხოა თბილისელებისთვის. გართობის ახლებური მოდელი ფაქტიურად რევოლუციური მიდგომაა ამ სფეროში. მოთამაშეები ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა ფილმებისა და ისტორიული მოვლენების მთავარი გმირები ხდებიან. ისინი ხსნიან თავსატეხებს, იმარჯვებენ სხვადასხვა დაბრკოლებებზე და თავად განიცდიან მათთვის ჯერ კიდევ უცნაურ ემოციებს. გართობის ეს ფორმა ბოლო წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. ფსიქოლოგების აზრით რეალითი ქვესტი გადატვირთული რეჟიმით მცხოვრები მოზარდების, ახალგაზრდების და ზრდასრული ადამიანიბისთვის განტვირთვის იდეალური ფორმაა. მოთამაშეს საშუალება ეძლევა არა მარტო ოჯახით, მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად აღმოჩნდეს მათთვის აქამდე უჩვეულო სიტუაციაში და თამაშით დაძლიოს სხვადასხვა გამოწვევები, არამედ მოახდინოს გონების ერთგვარი განტვირთვა. ყოველივე ეს კი მოთამაშეს საშუალებას აძლევს სრულიად ახალი ძალებით ჩაერთოს ცხოვრების რიტმში, გამოსცადოს დასვენების ახლებური მიდგომა და კომფორტულ და აზარტულ გარემოში გამოავლინოს მისთვის საჭირო უნარები. მსოფლიოში პოპულარული თამაშების „რეალითი ქვესტის“ ერთჯერადი თამაშიც კი საქმიან ადამიანებს ეხმარება დაძლიონ ყოველდღიური დაძაბულობა და სტრესული სიტუაციები; ეხმარება ახალგაზრდებსა და სტუდენტებს წინა საგამოცდო პერიოდში, ასევე კონცენტრაციაში, ხელს უწყობს მახსოვრობის კიდევ უფრო განვითარებას, საუკეთესო ანტისტრესული საშუალებაა ოჯახურ ურთიერთობებში და რაც მთავარია ორგანიზაციებისთვის „თიმ ბილდინგის“ და მეგობრებთან ერთად გართობის იდეალური კომბინაციაა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
|
ომი უკრაინაშიReuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|