2017-04-23 12:29:51, 1539 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა იორმუღალოში ფისტას ნერგების დარგვაში მონაწილეობა მიიღო
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთში, იორმუღალოში ფისტას ნერგების დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფისტას ბაღების გაშენებას საქართველოში უცხოური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“ ახორციელებს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს აგროკლიმატური პირობები ფისტას წარმოების შესაძლებლობას იძლევა. „ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი კაკლოვანი მცენარეა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ამ პროდუქტის მსხვილი მწარმოებელი და შემდეგ ეტაპზე კი ექსპორტიორი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ფისტა საკვები მრეწველობის გარდა, ფართოდ მოიხმარენ ფარმაცევტულ წარმოებაში. ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ „არიკ ჯგუფი“ მემორანდუმები გააფორმა საპარტნიორო ფონდსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას მევენახეობა-მეხილეობის, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის, მცენარეთა დაცვის სფეროებში. ასევე, სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და „არიკ ჯგუფის“ ბაზებზე მოხდება ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადება და მათ რეგულარულად ჩაუტარდებათ სემინარ-ტრენინგები. მემორანდუმის ფარგლებში ასევე მოეწყობა სადემონსტრაციო ნაკვეთი. კომპანია „არიკ ჯგუფი“ საქართველოში 2012 წლიდან ახორცილებს საინვესტიციო პროექტებს სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიის, ეკოტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებებით. კომპანიას დაგეგმილი აქვს 1000 ჰექტარზე ახალი, ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ფისტას პლანტაციის გაშენება. ღონისძიებაში მონაწილეობა მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა, მოხალისეებმა (Youth Voice, FLEX და სხვები), სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა და სტუდენტებმა მიიღეს. (NS) ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მოლდოვის საგარეო მინისტრი - კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს - ამან, შესაძლოა, ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს
ჰანკე ბრუინს სლოტი - ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს EU-ის გზა დააზიანოს
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|