2017-04-23 12:32:15, 1811 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ძიუდოს კლუბის სპორტსმენები ევროპის ჩემპიონები გახდნენ
2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება ძიუდოში, ქალაქ ვარშავაში საქართველოს ჰიმნით დაიხურა. შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებმა - გურამ თუშიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი ძიუდოისტების ტიტული მოიპოვეს. წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ქართველი სპორტსმენები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. გურამ თუშიშვილი - ოქროს, ხოლო ადამ ოქრუაშვილი - ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენები, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაზეც იასპარეზებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“ 2014 წლის მაისში, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით დაარსდა. "შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. შსს-ს სპორტული კლუბების წევრები მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან",-აცხადებენ შსს-ში. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|