23:07 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-23 14:27:46, 2113 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა უკრაინაში, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ფრანსის მალიჟემ  (Francis Malige)
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მეორეა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით EBRD-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბანკის საქმიანობა საქართველოში და აღნიშნეს, რომ საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-სტრატეგიით, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაა გათვალისწინებული.
 
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ის მმართველ დირექტორს დეტალურად გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რამდენიმე მათგანზე, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეფორმაზე, საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩარჩო კანონის მომზადებაზე, აგრეთვე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, საქართველოს მეწარმეებისთვის ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად განხორციელებულ ღონისძიებებზე.
 
„ჩვენ ძალიან კონსტრუქციული, პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ სამომავლოდ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული გახდება", - განაცხადა ფრანსის მალიჟემ.
 
შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში, EBRD-ი რამდენიმე ათეული მილიონის ლარში დენომინირებულ ახალ ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს, რათა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ინსტრუმენტის ფარგლებში, საქართველოს კომერციული ბანკების მეშვეობით დააკრედიტოს საექსპორტო პროდუქციის წარმოება. ამავე დროს, განავითაროს ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი.
 
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაციაზე, რომელიც მაისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმზე  კვიპროსში გაიმართება.
 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics