03:37 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-23 15:28:36, 2108 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორს შეხვდა

„ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ენთუზიაზმს და მხარს გიჭერთ ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა (Jihad Azour) საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა  მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
 
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ვერა მერსედეს მარტინი და სსფ-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფრანსუა პეშო, აგრეთვე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
 
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა სსფ-ის რეგიონულ დირექტორს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მთავრობის რეფორმების გეგმის მხარდაჭერის გამო. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პოტენციალის გაძლიერება წარმოადგენს.
 
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ოთხპუნქტიანი გეგმის სტრატეგიული მიმართულებების მიმდინარეობა, დეტალურად მიმოიხილეს სივრცითი განვითარების რეფორმა და ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმები.
 
მმართველმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიზნების მისაღწევად.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics