03:29 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 11:56:55, 932 ნახვა

მსოფლიო
„ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნები უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

ბერლინში გამართული ე.წ. „ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მინსკის შეთანხმების შესრულებაზე შეთანხმდნენ.

უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ასევე გამოთქვეს მზაობა დონბასიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანასთან დაკავშირებით.

ბერლინში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ფართოვდება მინსკის შეთანხმების ფარგლებში მიღწეული შეთანხმება და მხარეები კონფლიქტის ზონიდან 100 მილიმეტრამდე კალიბრის იარაღის გატანის, ასევე ჯავშანტექნიკის გაყვანის ვალდებულებას იღებენ.

შეხვედრის ფარგლებში ასევე შეთანხმდნენ ოთხი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, მოლაპარაკებები მძიმე იყო, უკრაინისა და რუსეთის პოზიციებს შორის არსებული განსხვავების გამო.

მინსკის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდება. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მიდინარე კონფლიქტის მანძილზე ერთი წლის განმავლობაში ექვსი ათასი ადამიანი დაიღუპა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics