11:34 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 21:24:52, 762 ნახვა

სპეციალური ანონსი
19 მაისის ანონსი

19 მაისს, 09:00 საათზე, „თიბისი ბანკის“ მარჯანიშვილის ფილიალის შეხვედრების დარბაზში „ევროკავშირ–საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით, საქართველო-ავსტრიის ბიზნეს მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომელსაც EUGBC-ის გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე და ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო გახსნიან. 
მის: მარჯანიშვილის ქ. #7, მე-3 სართული

19 მაისს, 09:45 საათზე, კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორში“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ გამართული საინფორმაციო შეხვედრაში. 

19 მაისს, 10:00 საქართველოს უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნეტის განვითარების ინიციატივა“, საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე პირველ სტუდენტურ ფესტივალს გამართავს. 
მის: კოსტავას ქ. #77 ა, საქართველოს უნივერსიტეტი

19 მაისს, 10:30 საათზე, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ორგანიზებით, დისკუსია „ადგილობრივი თვითმმართველობის როლი სახელმწიფო მმართველობაში“ გაიმართება.
მის: ჭოველიძის ქ. #10

19 მაისს, 11:00 საათზე, სამტრედიაში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.
მის.: სამტრედია, რუსთაველის ქ. N2 (ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი)

19 მაისს, 11:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ორგანიზებით, გაიმართება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გახსნის. 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 115-ე აუდიტორია
19 მაისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა“ გაიხსნება, რომელსაც თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე დაესწრებიან. 
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი 

19 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ახალ დეკორატიულ სივრცეში, ბოტანიკური ბაღებისა და საბაღე ხელოვნების პირველი მწვანე გამოფენა - Green Expo 2017 გაიხსნება.

19 მაისს, 12:00 საათზე, სს „საქართველოს რკინიგზაში“ ლინ 6 სიგმის მეთოდოლოგიის დანერგვის პროექტში მონაწილე თანამშრომლებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება.

19 მაისს, 12:00 საათზე, „სილიკონ ველი თბილისის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ციფრული საწარმოების პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ბაგები, ი. ჭავჭავაძის #82 (სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ასახვევის ბოლოს)

19 მაისს, 14:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, სიღნაღის მუზეუმში, გამოფენა „გერმანელი მხატვრები საქართველოში. XIX-XX საუკუნეები“ გაიმართება. 
მის: სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი #8 

19 მაისს, 14:00 საათზე, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებას გაასაჩივრებს.
მის.: ძმები ზუბალაშვილების ქ. #32
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 29 12 02

19 მაისს, 15:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში,“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და „ბლექ სი არენა“ პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: „აეროსმიტის“ კონცერტი საქართველოში




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics