11:14 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 17:27:06, 1984 ნახვა

პოლიტიკა სამხედრო
გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი თავდაცვის უწყებაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე დანიის სამეფოს შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბრის ერთ-ერთი თემა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები იყო.

მხარეებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და განათლების კუთხით განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ვიზიტის პირველი დღე დანიელმა გენერალმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით დაასრულა.

გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ უმასპინძლა. მან სტუმრებს JTEC-ის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და განხორციელებული სწავლებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მოგვიანებით, დანიელმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ფინ უინკლერი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში. გენერალ-მაიორი დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით საქართველოში ბოლოჯერ იმყოფება, ის აღნიშნულ თანამდებობას ტოვებს.

მრავალფეროვნების დღე 1993 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. 2017 წელი, გაეროს მიერ, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ტურიზმის წლად არის გამოცხადებდული. 

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics