14:39 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 17:28:01, 648 ნახვა

სამხედრო
დანიის შიდა გვარდიის მეთაური საქართველოს ეროვნულ გვარდიას ესტუმრა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ უმასპინძლა.

ეროვნულ გვარდიაში გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დანიელი სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა.

უწყებრივი მედლები „გენერალი მაზნიაშვილი“ გადაეცათ დანიის შიდა გვარდიის შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ არპე ნილსენს, სტაბილიზაციის ცენტრის ოპერაციების ხელმძღვანელს, მაიორ ნიკოლაი ლუნდსტინს, ასევე, კაპიტნებს ანდერს ფრისსა და დანიელ ბერგრინს.

დღესვე, დანიის სამეფოს შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის ურთიერთობების განმტკიცების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, გენერალ-მაიორმა ფინ უინკლერმა ეროვნული გვარდიის თანამშრომელს არჩილ ასათიანს დანიის შიდა გვარდიის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადასცა.

დანიის შიდა გვარდია საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან 2010 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს.

ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გადამზადდა პირადი შემადგენლობა, მოეწყო და აღიჭურვა ეროვნული გვარდიის სასროლეთები და საკლასო ოთახები.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics