03:01 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 17:56:41, 1638 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის პრემიერ–მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.
 
შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთოხების საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების თემები განიხილეს.
 

თურქეთის პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თურქეთი ყოველთვის იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი.
 
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო და თურქეთი ერთმანეთთან უამრავი, ძალიან საინტერესო ინიციატივით არის დაკავშირებული, რომელიც ხელს უწყობს როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასაც. 
შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს ამ თანამშრომლობას.
 
აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან წარმატებულად და დინამიურად ვითარდება.

„საქართველოს თურქეთთან ძალიან აქტიური დღის წესრიგი აქვს, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისთვის. 

სასიხარულო და მნიშვნელოვანია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას.
 
გარდა ამისა, ნატო-ს წევრი ქვეყნები ემზადებიან ბრიუსელის სამიტისათვის, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი შეხვედრა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებთან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
 
თურქეთი საქართველოს ძალიან აქტიური მხარდამჭერია ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით.  

ვარშავის სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკა. შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკაში კი, თურქეთს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.
 
გარდა ამისა, საქართველო - ნატო-ს ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში თურქეთი მონაწილეობს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში და ყველა იმ რეფორმაში, რომელიც საქართველოში ხორციელდება ნატო-სთან ინტეგრაციის მიზნით.  

ასე რომ ეს ჩართულობაუაღრესად ხელშემწყობია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისათვის",–აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე და ასევე თურქეთის მთავრობის წევრები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics