00:15 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 17:59:09, 1681 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს კამპანიის ფარგლებში საქართველოში 20-მდე ზებრა-გადასასვლელი მოიხატა

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები: მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მხატვრები, სტუდენტები და მოსწავლეები შემოუერთდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად 20-მდე „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა.

ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ერას მოედანთან მდებარე „ზებრა“-გადასასვლელი ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთასთან მდებარე გადასასვლელი კი - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოხატეს.

ახალციხის ცენტრალურ პარკთან, ნათენაძის ქუჩაზე, „ზებრა“-გადასასვლელი საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი სამხატრო სკოლის მხარდაჭერით მოიხატა.

გორში 2 „ზებრა“-გადასასვლელი ადგილობრივი სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, თელავის ცენტრში კი, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე გადასასვლელი - ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მოხატეს.

კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში - 3, ზუგდიდსა და ფოთში - 4, მცხეთაში - 1, რუსთავში - 2 , ოზურგეთში კი 1 „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა.

„ზებრა“-გადასასვლელებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის სლოგანები, საგზაო ნიშნები და სხვადასხვა ფიგურებია გამოსახული.

აქციის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აპარატი - სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს
პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაციაა, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics