11:21 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 20:03:57, 1930 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული

ირაკლი კობახიძემ, ბერლინში კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით გამართული კონფერენცია შეაფასა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული დახვეწილი პროექტი ვენეციის კომისიისა და უცხოელი პარტნიორების მხრიდან მაღალი შეფასების გარანტიაა. 

„ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან დახვეწილი პროექტი და ეს არის იმის გარანტია, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან, ისევე როგორც ზოგადად, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ძალიან მაღალ შეფასებას მივიღებთ. დოკუმენტი კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს შეესაბამება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც, ვენეციის კომისიას რეკომენდაციები შეიძლება, ჰქონდეს.

ირაკლი კობახიძის ვარაუდით, შესაძლოა, ვენეციის კომისიის მდივნის განცხადება ბონუსის სისტემის დაზუსტებას უკავშირდებოდეს.

„შეიძლება იყოს გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება მივიღოთ რეკომენდაციები ვენეციის კომისიის მხრიდან და ეს რეკომენდაციებიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს ერთგვარი მინიშნება ბონუსის დაზუსტებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ალბათ, არ არის არცერთი სხვა არსებითი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება არსებობდეს რაიმე პრინციპული ხასიათის სამართლებრივი შენიშვნა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვენეციის კომისიის მდივანმა, დღეს, მედიასთან საუბრისას, განაცხადა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი საკვანძო წინგადადგმული ნაბიჯია და აღნიშნა, რომ საჭიროა გარკვეული გაუმჯობესებაც.

„ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი არის საკვანძო წინგადადგმული ნაბიჯი. ზოგიერთი გადაწყვეტილების მხრივ - პროექტი კარგია, საჭიროა გარკვეული გაუმჯობესებაც. ვფიქრობ, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა კომპრომისის გამონახვა, რომელიც კონსტიტუციის ტექსტთან დაკავშირებით, საერთო კონსენსუსს მოიტანს“, - განაცხადა თომას მარკერტმა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics