18:00 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 22:59:55, 662 ნახვა

სპეციალური ანონსი
24 მაისის ანონსი

24 მაისს, 09:30 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.
მის.: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, A კორპუსი, ოთახი N307

24 მაისს, 09:45 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი გაუძღვება.

24 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მეორე გაფართოებული სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

24 მაისს, 10:00 საათზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპის დღეების ფარგლებში გახსნის სამუშაო შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“.  ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტკის მინისტრი კახი კალაძე. შეხვედრა-სემინარზე თვითმმართველობების წარმომადგენლები მოისმენენ ინფორმაციას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

24 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორია: Baku City Circuit – promoter of Formula 1 Azerbaijan Grand Prix.
თემა: „ფორმულა 1 კავკასიაში: ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა და ავტოსპორტის განვითარება რეგიონში“.
საკონტაქტო პირი ლიკა შენგელია - 599 698 141

24 მაისს, 10:30 საათზე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.
მის.: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, A კორპუსი, ოთახი N307

24 მაისს, 10:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი გიგა ბუკია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიწის გაყიდვის თემა კონსტიტუციაში - რა ფორმით გაკეთდება საკონსტიტუციო ჩანაწერი; საჭიროა თუ არა რეგულაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომელიც ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და პარლამენტში განსახილველად შედის; ქართული პროდუქციის ექსპორტი და ჩინური ბაზარი; მსოფლიო ბანკის რეკომენდაცია - მოვერგოთ ციფრულ ეკონომიკას.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 726 565 

24 მაისს, 11:00 საათზე, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და ჩინეთსა და სინგაპურში საქმიან ვიზიტს შეაფასებს.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 726 565 

24 მაისს, 11:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

24 მაისს, 11:00 საათზე, „გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველოს“ წევრები, ე.წ. „ხრუშოვკების“ თემაზე ინიციატივას გააჟღერებენ.
მის.: იოსებიძის ქ. #17 („გალაქსის“ მაღაზიასთან)
საკონტაქტო პირი თამარ ჯინჭარაძე - 551 662 525

24 მაისს, 11:00 საათზე, „სტერეო პლუსის“ შვილობილი კომპანია “დი +“-ის ბრენდის „დიჯიტალ ტვ“-ის პრეზენტაცია გაიმართება.
თემა: კომპანიის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი დამსწრე საზოგადოებას ახალი ციფრული საკაბელო ტელევიზიის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას: გააცნობს სიახლეს და კომპანიის უპირატესობებს.

24 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო რედისონში, სტერეო პლუსის შვილობილი კომპანია დი +_ის ბრენდის დიჯიტალ ტვ-ის პრეზენტაცია გაიმართება.

24 მაისს, 11:30 საათზე, საია მთავარ პროკურატურას ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის კანონთან შესაბამისობის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხვნით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს.  
მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის 24, მთავარი პროკურატურა

24 მაისს, 11:30 საათზე, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პარლამენტმა „ხმაურის შესახებ კანონპროექტის“ განხილვა დაიწყო. რა რეგულაციებსა და სანქციებს ითვალისწინებს თედო კობახიძის ინიციატივა და როდის ამოქმედდება სანქციები.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 726 565 

24 მაისს, 12:00 საათზე, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში განსახორციელებელი სოციალური და საგანმანათლებლო აქტოვობათა გეგმის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირის, „თიბისი ბანკის“ და სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის.: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, მეოთხე სართული

24 მაისს, 12:00 საათზე, „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო რელიგიური რუკების პრეზენტაციას მართავს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციათა ლიდერები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი ნატო ონიანი - 595 155 577 / 551 506 061

24 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი საქართველოს ეროვნული საგანძურის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით ახალი პროექტის #ShareGeorgia-ს პრეზენტაცის გამართავენ.
მის: რუსთაველის გამზ.#11

24 მაისს, 12:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისო კომისიის სპეციალური სხდომა გაიმართება. 
თემა: სახელმწიფო ენის - ქართულის ცოდნის დონის ამაღლება და აფხაზური ენის სწავლების ხელშეწყობა. 
მთავრობის ადმინისტრაცია, მესამე სართული, შეხვედრების ოთახი #1
საკონტაქტო პირი მანანა მჭედლიშვილი - 577 999 773

24 მაისს, 12:00 საათზე, კასპში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

24 მაისს, 13:00 საათზე, ოზურგეთში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.
მის.: ოზურგეთი, ჭავჭავაძის ქ. N14, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

24 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა 2017-2018 სააღმზრდელო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
მის.: ა. მიცკევიჩის ქ. #29/29ა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
საკონტაქტო პირი თამარ კვირტია - 577173004

24 მაისს, 14:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC) ფილმის „ღირსების ფასი“ ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს.
მის.: მელიტონ ქანთარიას ქ. #11ა, ნულოვანი სართული (თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი)

24 მაისს, 14:00 საათზე, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება გვირგვინით შეამკობს სკულპტურულ მემორიალს -„საქართველოსთვის“.
მის: ნუცუბიძის ქუჩა II მ/რ
საკონტაქტო პირი - 599 139914

24 მაისს, 14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე სასწავლო კურსს გახსნის. სწავლება სამართლებრივ წერაში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისთვის ტარდება.
მის.: ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. №275, სასტუმრო „ჯორჯია პალასი“
საკონტაქტო პირი ნანა მეშველაშვილი - 5 58 68 61 55 

24 მაისს, 14:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

24 მაისს, 14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).
 
24 მაისს, 15:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს" ფარგლებში სოფელ გვარას ამომრჩევლებს შეხვდება.
მის.: ქობულეთი, სოფელი გვარა
საკონტაქტო პირი: ნანა მეშველაშვილი -5 58 68 61 55 

24 მაისს, 16:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთანდაკავშირებით ეროვნული არქივის საგამოფენოპავილიონში გაიხსნება 1918-1921წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითიდოკუმენტების გამოფენა. ამავე დღეს გაიმართება გივიღამბაშიძის წიგნად გამოცემული მოგონებების - ომისდღეების - პრეზენტაცია.

24 მაისს, 16:30 საათზე, ibis styles Tbilisi center სასტუმროს გახსნის სადღესასწაულო ღონისძიებას გამართავს.
მის.: გალაკტიონ ტაბიძის ქ. #4

24 მაისს, 18:00 საათზე, „სტარტაპ საქართველო“ დაინტერესებული პირებისთვის მორიგ ღია კარის დღეს გამართავს. „სტარტაპ საქართველოს“ კოორდინატორები პოტენციურ აპლიკანტებს ტექნოლოგიურ პარკში შეხვდებიან. 
მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

24 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში საერთაშორისო მუსიკალური პროექტის, „კამერტონის” ქართველი წარმომადგენლები კონცერტს გამართავენ. 

24 მაისს, 18:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართება „მარტოხელა მშობლის სტატუსის“ შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების მიმართულებით მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

24 მაისს, 19:00 საათზე, კომპლექს „ფუნიკულიორის“ მე-3 სართულზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გერმანიის საელჩო საქართველოში ბუნების ეკონომიკის შესახებ მაღალი კლასის პანელურ დისკუსიას გამართავენ. 

24 მაისს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე გაიმართება იტალიური მუსიკის კონცერტი იტალიასა და საქართველოს შორის 
დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად.

24 მაისს, 20:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ საღამოს გამართავს.
საკონტაქტო ტელ.: 599 139914




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics