12:24 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 11:42:18, 657 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძემ მაზარ-ი-შარიფში IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ქვედანაყოფის მეთაურმა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ასეულის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის უფროსი გერმანულ ბაზა „მარმალზე“ ქართული ასეულის პირად შემადგენლობასაც შეხვდა. მან ქართველ ჯარისკაცებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. მოგვიანებით, გენერალი სამხედროების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს გაეცნო.

მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსი გერმანული სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ანდრეას ჰანემანსაც შეხვდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics