12:02 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 13:21:57, 2623 ნახვა

კულტურა
"ბავშვი №44"-ის პრემიერა რუსეთის შემდეგ საქართველოშიც არ გაიმართება

რუსეთის შემდეგ ამერიკული კინოფილმის "ბავშვი №44" პრემიერა საქართველოშიც არ გაიმართება.

საქართველოს კინოთეატრებში ფილმის პრემიერა 16 აპრილს იყო დაგეგმილი. თუმცა კინოთეატრების ადმინისტრაციის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფილმის პრემიერა ჯერჯერობით არც საქართველოში  შედგება.

„სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ფილმის "ბავშვი №44" პრემიერა ხვალ არ შედგება. რელიზი გადაიდო შემოდგომამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

კინოთეატრების ადმინისტრაციაში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ფილმის პრემიერა ბევრ ქვეყანაში გადაიდო და ერთ-ერთი მათგანი საქართველოა. ადმინისტრაციაში ამ ეტაპზე ვერ განმარტავენ, კონკრეტულად რას უკავშირდება პრემიერის გაუქმება. ამის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ მოგვიანებით გავრცელდება.

რუსეთში კი ჰოლივუდური ფილმის ჩვენება პრემიერამდე ერთი დღით ადრე აიკრძალა.  ფედერაციის კულტურის სამინისტროს განცხადებით, ფილმში აღწერილი მოვლენები  ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებს, ასევე საბჭოთა კავშირის რუსეთის მოქალაქეების სახეებს, რის გამოც გადაწყდა, ფილმი არ ეჩვენებინათ. რუსეთის კულტურის მინისტრის განცხადებით, მსგავსი სურათები რუსეთის კინოთეატრებში გამარჯვების 70-წლის თავის აღნიშვნის წინ არ უნდა გადიოდეს.

ფილმში "ბავშვი №44" მოქმედება საბჭოთა კავშირის რუსეთის პერიოდში ვითარდება. მთავარ როლს მსახიობი ტომ ჰარდი ასრულებს. ის გამომძიებლის როლს თამაშობს, რომელიც სერიული მანიაკისა და მოკლული ბავშვების საქმეს იძიებს. ფილმი მწერალ ტომ რობ სმიტის დეტექტიური ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული.

"ბავშვი №44" -ის მსოფლიო პრემიერა 17 აპრილსაა დაგეგმილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics