17:31 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 13:17:49, 559 ნახვა

სამართალი
ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ პროცესი დატოვეს

7 ნომებრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა, და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, გარეშე მიმდიანრეობს. მათ ცოტა ხნის წინ სხდომა დატოვეს. სასამართლო დარბაზიდან  ბრალდებულების ახლობლებიც გავიდნენ.
 ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე დაცვის ხმარე  მტკიცებულებებს წარადგენს. გარდა ამისა, ადვოკატები გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლას მოითხოვენ. უგულავას წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა ამოეწურა.  დაცვის მხარე  კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში    2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე   დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის,   გიორგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის  წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს. დავით კეზერაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - 2007 წლის ნოემბრის, ტელეკომპანია “იმედისა” და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებთან დაკავშირებით, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით  9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზურაბ ადეიშვილის  ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრის ეპიზოდებთან დაკავშირებით.  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე. უგულავას მთაწმინდის პარკის ეპიზოდზე ბრალი ედება სამსახურობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე  182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაფლანგვაში დახმარება - მთაწმინდის პარკის ქონების  გაფლანგვის  ეპიზოდი) და სსკ-ის 25, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დახმარება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში-ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდი). სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე. ივანე მერაბიშვილს ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრისა და მთაწმინდის პარკში შეჭრის ეპიზოდებთან დაკავშირებით აქვს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით აქვს  წაყენებული. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლსკი - არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ხაბეიშვილს ბრძოლაში წაჰყვება
ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს - ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ?
ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხაბეიშვილი გომელაურს - კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics