11:21 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 14:25:22, 2283 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვის კრიტერიუმები განმარტა

საქართველო შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვის კრიტერიუმებს განმარტავს.

პროგრამასთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ პრესკონფერენცია გამართა.

სამინისტროს განმარტებით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით (სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით) და მიღებული აქვს დადებითი პასუხი, შეუძლია პროგრამის ფარგლებში ჩაიტაროს მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი სხვა კვლევები.

ამასთან, პაციენტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგ ჯგუფებს: პაციენტებს ღვიძლის კომპენსირებული ციროზით (F4); პაციენტებს ღვიძლის შორსწასული ფიბროზით (F3); პაციენტებს ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზით (ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები); პაციენტებს ღვიძლის ტრანსპლანტაციით და HCV რეინფექციით; პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებით. მაგ, მე-2 და მე-3 ტიპის შერეული კრიოგლობულინემია (მაგ. ვასკულიტი), პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი ან მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი, დამაუძლურებელი სისუსტე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კანის გვიანი პორფირია, და სხვა; პაციენტებს აივ და/ან HBV კოინფექციით.

პროგრამაში ჩასართავად პაციენტი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში (ან მის ფილიალებში ქვეყნის მასშტაბით), სადაც პაციენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა NIV-100/ა (დედანი), მკურნალობაში ჩართვის წინ ჩატარებული კვლევების დოკუმენტები (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე დაწესებულებებში ჩატარებული კვლევების წარმოდგენა), პირადობის მოწმობის ასლი და შეავსოს შესაბამისი ფორმის განაცხადი. ამასთან, პაციენტი ირჩევს სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას, სადაც სურს მომსახურების მიღება.

ბ) დარეგისტრირებული პაციენტის დოკუმენტაცია განიხილება კომისიურად და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გაიცემა თანხმობის წერილი;

გ) პაციენტმა თანხმობის წერილის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართოს შესაბამის დაწესებულებას მკურნალობის დასაწყებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხმობის წერილი ჩაითვლება გაუქმებულად.

რეგისტრაციისათვის აუცილებელია პაციენტის პირადობის მოწმობის ასლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა NIV-100/ა) წარდგენა.

С ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს პროგრამის ფარგლებში უტარდებათ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი სხვა კვლევები შემდეგი პრინციპით: ა)ექიმთან ვიზიტი; ბ) სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა PCR მეთოდით.

პაციენტები, რომელთაც HCV რნმ აღმოაჩნდებათ (-) უარყოფითი, აღარ განიხილებიან მკურნალობის კანდიდატებად (ბენეფიციარებად) და მათ ღვიძლის ფიბროზის შესაფასებელი გამოკვლევები აღარ ჩაუტარდებათ.

გ) HCV რნმ დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს უტარდებათ სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით;

დ) იმ შემთხვევაში, თუ FIB-4 ქულა არის 1.45 - 3.25 მაჩვენებლებს შორის, პაციენტებს დამატებით უტარდებათ ღვიძლის ელასტოგრაფია;

ე) FIB-4 ტესტისა და ღვიძლის ელასტოგრაფიით გამოვლენილ ღვიძლის ფიბროზის F3, F3- F4 და F4 ხარისხის მქონე პაციენტებს უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:

ვ) HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა PCR მეთოდით;

ზ) HBსAგ, Anti-HBს, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;

თ) პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებით (მე-2 და მე-3 ტიპის შერეული კრიოგლობულინემია (მაგ. ვასკულიტი), პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი ან მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი, დამაუძლურებელი სისუსტე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კანის გვიანი პორფირია, და სხვ.), ასევე, პაციენტებს აივ და/ან HBV კოინფექციით, უტარდებათ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული ყველა კვლევა.

უწყების ინფორმაციით, პროგრამისათვის „C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში“ რეგისტრაციის თარიღი 22 აპრილს გამოცხადდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
ნინო თანდილაშვილი - კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics