16:12 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 15:06:59, 406 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა მოსამართლეს: თქვენ კონსტიტუციაზე დავლურს ცეკვავთ

2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 28 აპრილამდე გადაიდო.
პროცესს დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ესწრებოდნენ. შესვენების გამოცხადების შემდეგ მათ სასამართლო სხდომა მალევე დატოვეს. მანამდე კი, ბრალდებულებმა პროცესზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. გიგი უგულავამ სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ  სხდომათა დარბაზი მისთვის პრესკონფერენციის ოთახია. ამასთან, უგულავას თქმით, მისი წინასწარი პატიმრობის კონსტიტუციური 9 თვე ამოიწურა და უკანონო პატიმარია. ბრალდებული მოსამართლის გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
"აღარ შევალ იმ საუბარში, რომ სრულიად უკანონოდ 9 თვე წინასწრ პატიმრობაში ვიმყოფებოდი. 9 თვე გავიდა 2 პრილს. კონსტიტუცია ამბობს, რომ ბრალდებული  არ შეიძლება იყოს წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი.კარგად იცით, რომ კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელეთ,  ზედვე დავლურიც იცეკვეთ იმიტომ, რომ ივანიშვილის ჩმორი გახდა ის უწყება.როგორც გინდათ კერავთ და ჭრით იმის და მიხედვით, როგორ დავალებას მიიღებთ. ეს არის პირადად საერთო სასამართლოების  პრობლემა. მად დევს სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების ილუზიაც კი არ მაქვს.თქვენი პასუხი მხოლოდ იმიტომ მჭირდება, რომ ჩემს საკონსტიტუციო სარჩელს ავაკრა, როგორც დასტური იმისა, რომ თქვენ კონსტიტუციაზე დავლურს ცეკვავთ.ეს მანტია არის ჩვეულებრივი ნაჭერი, შეიძლება მანტიაც იყოს და ჭილოვი იქნება, ტილო თუ მანტია, თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული",-მიმართა უუგლავამ მოსამართლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში     დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის,   გიორგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის  წინააღმდეგ პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე გაიმართა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა
ირანის პრეზიდენტი - ირანის ინტერესის წინააღმდეგ მცირე მოქმედებასაც კი მკაცრი პასუხი მოჰყვება
პროკურატურა - სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
კალაძე მშვიდობის ინდექსზე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics