16:06 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 18:36:00, 626 ნახვა

სამართალი
სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის, 19 წლის სალომე ჯორბენაძის, მკვლელობაში ბრალდებულ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ყოფილ თანამშრომელ სერგი საცერაძეს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტახნის წინ გამოცხადა.
 სერგი  საცერაძემ პროცესზე მეუღლის მკვლელობა აღიარა და  გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა.  
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სერგი საცერაძეს პატიმრობაში გატარებული დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში  და მისთვის სასჯელის მოხდის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან.
მოკლული გოგონას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ისინი ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვდნენ.
 სალომე ჯორბენაძე  მეუღლემ  2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონში მდებარე პარკში სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა
კალაძე - რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?!
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics