14:37 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 18:58:14, 519 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო: სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი შეგნებულად დამახინჯებულია

საქართველოს საპატრიარქო  მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაზე საუბრობს. როგორც მამა ბიძინა გუნიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, სირიასა და ერაყში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის კომენტარი, რომელიც შეგნებულად არის დამახინჯებული და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
 საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის მოგვარებით  წლებია დაინტერესებული არიან და მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გარკვეულ ზომებს მიიღებს, მათი ჩართულობა მაქსიმალური იქნება.
 "სირიასა და ერაყში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის კომენტარი, რომელიც შეგნებულად არის დამახინჯებული და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ მამა მიქაელმა გუშინ განაცხადა.
ამჯერად კი შევნიშნავთ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის გამოთქვამს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ტერორიზმის, მკვლელობების, უზნეობისა და ძალადობის წინააღმდეგ, როდესაც ეკლესიამ მუჰამედის და საერთოდ, მუსლიმთა შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამო  ჯერ კიდევ იმ დროს დააფიქსირა თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, როცა ძალზე ცოტა ქომაგი ჰყავდა ამ საქმეს, განა შეიძლება საქართველოს საპატრიარქოსათვის სულ ერთი იყოს ახლო აღმოსავლეთის ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მოქალაქეთა და, მითუმეტეს, ქრისტიანთა ტანჯვისა და წამების ფაქტები?!
ჩვენი მასმედიისათვის ახლა გახდა ეს თემა საინტერესო; ამ პრობლემის შესახებ კი,  საქართველოს ეკლესიის მხრიდან და სხვა ეკლესიების მხრიდანაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო შეხვედრებზე. ქანდელი ასირიელი მორწმუნენი თანადგომის ნიშნად თვენახევრის წინ მიიღეს და დალოცეს სამების საკათედრო ტაძარში. ა.წ.  19 აპრილსაც, კვირაცხოვლობას,  სამების საკათედრო ტაძარში და საქართველოს  ყველა ეკლესიაში აღევლინება ლოცვა როგორც მართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების საოხად, ისე მშვიდობისათვის აღნიშნულ  რეგიონში.ყველას ვთქხოვთ, იყვნენ უფრო კორექტულნი და წინდახედულნი, მით უმეტეს, როდესაც ასეთ ფაქიზ თემებს ეხებიან",-განაცხადა მამა ბიძინა გუნიამ.
ცნობისთვის,  სააგენტო "ექსპრენსიუსს" ასირიელ ქრისტიანებთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის გაგება სურდა, რის გამოც გუშინ მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა, თუმცა მან განაცხადა, რომ "საპატრიარქოში არდადეგებია, ის შვებულებაში იმყოფება და საკუთარ პოზიციას ვერ დააფიქსირებს".




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics