18:19 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-11 13:17:31, 6595 ნახვა

სპორტი
ინაშვილი: მუსიკოსების დაკავება ცალკეული პოლიციელების მხრიდან ხელოვანთა მიმართ შესაძლო შურისძიების თემაზე მაფიქრებინებს

„ორი ახალგაზრდა მუსიკოსის დაკავების ფაქტი მაფიქრებს არა იმდენად ნარკოპოლიტიკის (რასაც ღრმა, სისტემური, ფუნდამენტური მიდგომა სჭირდება და არა ხმაურიანი ლოზუნგები), არამედ ცალკეული პოლიციელების მხრიდან ხელოვანთა მიმართ შესაძლო შურისძიების თემაზე“,-ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი Birja Mafia-ს წევრების დაკავების ფაქტს.

„ხაზს ვუსვამ სიტყვას "შესაძლო", რადგან ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ვცდილობ ობიექტურობა დავიცვა. მედიასაშუალებებიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას გავეცანი. ვიმეორებ: გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ მე მაინც მრჩება კითხვა: რატომ დაემთხვა დროში უკვე გახმაურებული კლიპის პრეზენტაცია და მუსიკოსების დაკავების ფაქტი? ხომ არ სჭირდება ზოგიერთ პოლიციელს იმისი განმარტება, რომ თუ კაცს დანაშაული არ ჩაუდენია, (გარდა იმისა, რომ კლიპი გადაიღო და შენ ეს კლიპი საკუთარი მუნდირის შეურაცხყოფად აღიქვი), მასზე შური არ უნდა იძიო?! პოლიციელთა გარდა, ღირსების მუნდირი ყველა სხვა პროფესიის ადამიანს აქვს. თუ ყოველი შემოქმედებითი ილეთი, თუ ხატოვანი ფრაზა პროფესიული მუნდირის შეურაცხყოფად იქნება აღქმული, მაშინ ქვეყანაში თეატრებიც უნდა გავაუქმოთ და საკონცერტო დარბაზებიც დავხუროთ... და საერთოდ, დავუწესოთ ხელოვანებს, რაზე იმღერონ და რაზე- არა, მელოდიის ტექსტიც ჩვენ დავუწეროთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა ჩემი ეს განცდა ფუჭი გამოდგეს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილს ჩემსავით კითხვები და ეჭვი აწუხებს?! და ეს კითხვები პასუხს ითხოვს. მეორე- ვატყობ, მარტო მე არ მესმის სულ უფრო და უფრო ხშირად სიტყვა " ჩაუდეს", რაოდენობა ხარისხში გადადის. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა აიყვანოს ეს ფაქტები და ეს საქმეები და გაფანტოს განცდა, რომ ქვეყანაში ახალგაზრდობას (ნარკოტიკის თემით მანიპულირების გზით) უკვე სულს ხდიან. თუ ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლაზე მიდგა საქმე, არხები და წყაროები როგორ გადაიკეტოს, ისევ ძალოვანებმა იციან, მაგრამ მე 47 წლის ვხდები და ეს გადაკეტილი არხები ჯერ არ მინახავს. ვფიქრობ, არაა საჭიროება დავაფიქსირო პოლიციის, როგორც ინსტიტუტისადმი ჩემი პატივისცემა, მაგრამ ზედმეტი ემოციების აღსაკვეთად მაინც ვაფიქსირებ. თუმცა, ჩემი პატივისცემა პოლიციისადმი სულაც არ მათავისუფლებს იმ ეჭვისგან, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. P. S ჩემი რჩევაა მერიისადმი და ზოგადად, ხელისუფლებისადმი: სხვა დროს პარლამენტის წინ მისულ მომიტინგეებს ლამპიონებს ნუ გამოურთავთ. უბრალოდ, სირცხვილია“,-წერს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქციაზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ გამოტანილი, მათ შორის: „ჩვენ მოვიგებთ ომს“, „გაბედე დეკრიმინალიზაცია“, „სამწუთიანი კლიპისთვის 20 წელი“ და სხვა.

ცნობისთვის, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენის აპარატი - იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე - აღენიშნებოდა დაზიანებაც
შსს - პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა აქციაზე 4 პირი, ხოლო 10 დაკავებული იზოლატორშია გადაყვანილი
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ შსს-ს, აქციაზე დაკავებულებს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცეთ
პარლამენტმა განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აირჩია, ორი ალტერნატიული პროექტი კი ჩააგდო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics