15:04 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 20:01:26, 572 ნახვა

სხვადასხვა
„გავულამაზოთ ერთი დღე უხილავ ბავშვებს“ პროექტის ფარგლებში ქუჩაში მომუშავე ბავშვებს უმასპინძლეს

პროექტი „გავულამაზოთ ერთი დღე უხილავ ბავშვებს“ ფარგლებში ქუჩაში მომუშავე ბავშვებს უმასპინძლეს. 

საქველმოქმედო აქცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც 20 –მდე ბავშვს  ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და საჭირო ნივთები გადასცეს. 

ღონისძიების  ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნინო თოდუას განმარტებით, ბავშვები, რომლებისთვისაც ეს საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, არიან აღურიცხავები, არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ვერ სარგებლობენ იმ პროგრამებით, რომლებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობთ. 

გარდა გამასპინძლებისა,  მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში იურისტებმა ქუჩაში მომუშავე ბავშვების ოჯახებს იურიდიული კონსულტაციების გაუწიეს. 

„პერიოდულად ვმართავთ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომელიც უშუალოდ ქუჩაში მომუშავე ბავშვებისათვის არის განკუთვნილი.  ჩვენ  პროექტი „უხილავი ბავშვების ფარგლებში“  ასევე გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი „ჩემი ცხოვრების დღიურები“, სადაც ნაჩვენები იყო 4 ბავშვისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრება.  ძალიან რთულ სიტუაციაში ცხოვრობენ ისინი.  სწორედ ამ ფილმის გადაღების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ამ ბავშვებისთვის და სხვა დანარჩენებისთვის კიდევ გაგვეკეთებინა საქველმოქმედო აქცია, სახელწოდებით „გავულამაზოთ ერთი დღე უხილავ ბავშვებს“. სხვადასხვა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა ჩვენ მოქალაქეები დაგვიკავშირდნენ და საჭირო ნივთები მოგვიტანეს, რომლებიც ინკოგნიტოდ დარჩნენ.   კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველებს ქველმოქმედება გენიდან მოგვდევს და  შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ“, – აღნიშნა ნინო თოდუამ.  

აღნიშნულ აქციას პატრნიორობა გაუწია ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც ბავშვებს ტკბილეულობა და საჭირო ნივთები გადასცა. 

„ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის საქმიანობებს შორის უკვე დიდი ხანი არ არის რაც გამოეთიშა ქუჩაში მცხოვრები ბავშვების თემა. ჩვენი ფონდი მრავალი წლის განმავლობაში ამ თემით იყო დაკავებული და წელიწადნახევარია რაც  თბილისის ბავშვთა კრიზისული ცენტრი აღარ ფუნქციონირებს და ის ბავშვები გადანაწილებულები არიან საოჯახო ტიპის სახლებში. თუმცა, ჩვენი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ არ შეცვლილა. როდესაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრიდან დაგვიკავშირდნენ და დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით თანადგომა და პარტნიორობა გვთხოვეს, ჩვენი თანამშრომლები რა თქმა უნდა ერთსულოვნები იყვნენ, რომ ამ აქციაში ჩართულიყვნენ. ჩვენი ფონდის თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლური ტკბილეულობით და საჭირო ნივთებით გავმასპინძლებოდით მათ. თუმცა, ეს ძალიან მცირედია და იმედს ვიტოვებთ, უფრო ბევრი ორგანიზაციები ჩაერთვებიან ამ ტიპის ქველმოქმედებაში“, – აღნიშნა ქეთი ბეროშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics