04:08 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-18 14:33:44, 627 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ორნახევარი თვის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენი საპროგნოზო მონაცემები შესამცირებელი იქნებოდა

„ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, რომ მთავრობა დაეთანხმა სავალუტო ფონდის რჩევას და რეკომენდაციას. ჩვენ ორნახევარი თვით ადრე განვაცხადეთ, რომ ჩვენი საპროგნოზო მონაცემები შესამცირებელი იქნება. ამიტომ, მე მგონი, პირიქით იყო - პირველი მთავრობამ თქვა ეს, შემდეგ იყო კონსულტაციები სავალუტო ფონდთან“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულში, სამაცივრე მეურნეობის გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა მთავრობა სავალუტო ფონდის შეფასებას ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებასთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სავალუტო ფონდის და მთავრობის პროგნოზი თითქმის ერთნაირია.

„საერთოდ, მოგეხსენებათ, ყველა მეტად  ნავთობის ფასების ვარდნისგან და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებისგან დაზარალდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, ის ქვეყნები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ნავთობის მწარმოებლები, მაგრამ დიდად არიან დამოკიდებულნი ნავთობმწარმოებელი  ქვეყნებიდან ფულად გზავნილებსა და  ინვესტიციებზე.  ვინაიდან საინვესტიციო მადა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის აზერბაიჯანი, ან ყაზახეთი, ნავთობის ფასების ვარდნიდან გამომდინარე, არ არის ისეთი, როგორიც იყო ერთი წლის, ან წელიწადნახევრის წინ, ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. არაფერი ამაში გასაკვირი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics