17:07 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-18 16:16:03, 2824 ნახვა

კულტურა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში მოსკოვის თეატრის „პეტრე ფომენკოს სახელოსნოს“ გასტროლები გაიმართება

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, 18-დან 22 აპრილის ჩათვლით ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დიდ სცენაზე მოსკოვის  ლეგენდარული თეატრი პირველად წარსდგება თბილისელი მაყურებლის წინაშე პეტრე ფომენკოს დადგმებით „მგლები და ცხვრები“ და „ოჯახური ბედნიერება“.

სპექტაკლი „მგლები და ცხვრები“ ა.ოსტროვსკის პიესის მიხედვით - თეატრის სავიზიტო ბარათია. ის დაიდგა 1992 წელს ფომენკოს სტუდენტების მონაწილეობით და დღემდე წარმატებით გადის თეატრის სცენაზე.

სპექტაკლი „ოჯახური ბედნიერება“ ლ.ტოლსტოის რომანის მიხედვით, დაჯილდოვდა თეატრალური პრემიით „თოლია“ (2000) ნომინაციაში „Some like it hot“ (ქსენია კუტეპოვას და ილია ლუბიმოვის დუეტი), ხოლო ქსენია კუტეპოვამ კ.სტანისლავსკის პრემია მიიღო ნომინაციაში „ქალის საუკეთესო როლი“ (2001).

„პეტრე ფომენკოს სახელოსნოს“ გასტროლების მსვლელობისას გრიბოედოვის თეატრის ფოიეში, პეტრე ფომენკოს შემოქმედებისადმი და თეატრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. ექსპონატთა შორის საგულისხმოა სტენდი, რომელიც მოგვითხრობს იმ ორ სპექტაკლზე, რომლებიც ფომენკომ გრიბოედოვის თეატრში მუშაობის პერიოდში შექმნა (1970-1972) - ვ.კატაევის „ყვავილების გზა“ და რ.კაუგვერის „შენი კუნძული“. გამოფენას პეტრე ფომენკოს ქვრივი, მსახიობი მაია ტუპიკოვა გახსნის.

„ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს პირველად ეწვია სახელგანთქმული რუსული თეატრი,  ქართველ მაყურებელს გაუჩნდა შესაძლებლობა ნახოს პეტრე ფომენკოს სახელოსნოს ყველაზე ცნობილი სპექტაკლები: „მგლები და ცხვრები“ და  „ოჯახური ბედნიერება“. აღნიშნული სპექტაკლები უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იხილეს და ყველგან უდუდესი წარმატება ხვდა წილად. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ქართველი მაყურებელიც შეძლებს ეზიაროს პეტრე ფომენკოს გენიალირ შემოქმედებას“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.

ცნობისთვის, პეტრე ფომენკო (1932-2012) – რეჟისორი, პედაგოგი, რუსეთის სახალხო არტისტი, თეატრის „პეტრე ფომერნკოს სახელოსნოს“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მუშაობდა ლენინგრადის ნ.აკიმოვის სახ. კომედიის თეატრში, ვლ.მაიაკოვსკის, ევგ.ვახტანგოვის, მოსსოვეტის სახ. თეატრებში, „სატირიკონში“ და სხვა. 1981 წელს დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა გიტისში. მისი მოწაფეები არიან რეჟოსორები სერგეი ჟენოვაჩი, მინდაუგას კარბაუსკისი, ივან პოპოვსკი, ვლადიმირ ეპიფანცევი, სერგეი პუსკეპალისი და სხვა. 1993 წელს პეტრე ფომეკოს სამსახიობო-სარეჟისრო ჯგუფს გიტისში თეატრის სტატუსი მიენიჭა. „პეტრე ფომენკოს სახელოსნო“ არის თეატრი, სადაც ძიებისა და ექსპერიმენტებისაკენ სწრაფვა შერწყმულია რუსული სარეპერტუარო თეატრის ტრადიციებთან. სხვადასხვა წლებში თეატრმა მიიღო მონაწილეობა მრავალ რუსულ და საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, მისი სპექტაკლები ყველაზე პრესტიჟული თეატრალური ფორუმების არაერთგზის ლაურეატია.   პეტრე ფომენკოს გარდაცვალების შემდეგ თეატრს სათავეში ჩაუდგა რეჟისორი და პედაგოგი, „სახელოსნოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი ევგენი კამენკოვიჩი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics