16:09 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-18 16:45:11, 346 ნახვა

პოლიტიკა
ლუკაშენკო მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს არ დაესწრება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს არ დაესწრება.

ამის შესახებ BBC იუწყება.

ლუკაშენკოს თქმით, ის მინსკში სამხედრო აღლუმს ჩაიბარებს, შესაბამისად, მოსკოვში ვერ დარჩება.

„აღლუმს მხოლოდ უმაღლესი მთავარსარდალი იბარებს, ამიტომ მოსკოვში 9 მაისს ვერ ვიქნები. თუმცა, ვფიქრობ, 7 ან 8 მაისს უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით შევამკობ“,  – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინისა და ევროკავშირის პრეზიდენტებმა და იაპონიისა და ავსტრიის პრემიერებმა განაცხადეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics