05:18 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-18 16:58:27, 397 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 აპრილს, უკრაინის დედაქალაქში ოფიციალურ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის და მისი უკრაინელი კოლეგის, უმაღლესი რადას თავმჯდომარის, ვლადიმერ გროისმანის შეხვედრა, სადაც მხარეები ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის და ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკანონმდებლო ნაწილზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. უმაღლეს რადაში სტუმრობისას, ქართველი კანონმდებლები საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპუტატთა ჯგუფის წევრებსაც შეხვდებიან.

21 აპრილს, საპარლამენტო დელეგაცია უმაღლესი დონის შეხვედრას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, არსენ იაცენიუკთან. შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ კი, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებებს, ორმხრივ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს და უკრაინის კრიზისის საკითხებს განიხილავენ.

ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს და კიევო-პეჩორის ისტორიულ-კულტურულ ეროვნულ ნაკრძალს მოინახულებს. ქართველი კანონმდებლები ზეციური ასეულის გმირების ქუჩასაც ეწვევიან და მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

უკრაინის დედაქალაქს, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი და გიორგი ვაშაძე ეწვევიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics