01:40 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-19 17:06:07, 795 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის ფერდობზე დაზიანებული საფეხმავლო ბილიკი

სოლოლაკი – მთაწმინდის პარკის  დამაკავშირებელი საფეხმავლო  ბილიკი კლიმატურმა პირობებმა დააზიანა. გარკვეული წვლილი შეიტანა ადამიანმაც.  

ტურისტული მარშრუტი „მთაწმინდა“ 2008 წელს გაიხსნა. ოთხ კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი, სოლოლაკიდან იწყება და მთაწმინდის პარკთან სრულდება. ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებს და დამსვენებლებს ქვაფენილიან ბილიკზე გზად სკამები, რუქები, ნაგვის ურნები ხვდებათ.

ბილიკის დამაკავშირებელ გზაზე კი, ხის მცირე ხიდები და კიბეებია. პროექტის განხორციელებას რამდენიმე თვე დასჭირდა და დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე დაიხარჯა. 2011 წელს ამავე მარშრუტზე დასასვენებელ სკამებს, სანიაღვრე არხებს, ქვაფენილს, გარე განათებას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

გარკვეული დროის განმავლობაში კი, ბილიკზე კლიმატურმა პირობებმა გავლენა მოახდინა. დაზიანებულია ხის მცირე ხიდები და კიბეები. თუმცა, აღდგენითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, ადამიანმა თავისი ხელით შექმნილი თავადვე გაანადგურა. ნაგვის ურნა მოხსნილია, ან ცარიელია... ნაგავი ძირს ყრია. დასასვენებელ სკამებს მაგიდის ფუნქცია მიანიჭეს, სადაც სამშობლოს სიყვარულით გულანთებულები არყის და ლუდის ბოთლებს ბოლომდე ცლიან. გამოცლილი ბოთლები და პოლიეთილენის ჭიქები კი, ნაგვის ურნამდეც ვერ აღწევს.

სამარშრუტო ბილიკ „მთაწმინდაზე“ ფეხით მოსიარულეებმა ჯერ ბოტანიკური ბაღი უნდა გაიარონ შემდეგ კი, სოლოლაკის გავლით, მთაწმინდის ფერდობზე მოხვდებიან. ფერდობიდან მთაწმინდის პანთეონისკენაცაა გადასასვლელი.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics