18:55 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-19 18:04:12, 534 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური უკრაინელ კოლეგას შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარხადური  უკრაინელ კოლეგას - უკრაინის ფინანსთა მინისტრს, ნატალია იარესკოს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები,  ისაუბრესსაქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობისგაფართოების აუცილებლობაზე. უკრაინის ფინანსთა მინისტრი დაინტერესდასაქართველოში მიმდინარე რეფორმებით, საგადასახადო და საბაჟოკანონმდებლობით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსთასამინისტრო მზადაა, უკრაინელ კოლეგებთან ერთად აქტიურად იმუშაოს ორმხრივიურთიერთობების განვითარების კუთხით. უახლოეს პერიოდში კიევში იგეგმებაფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსისგიორგი თაბუაშვილის ვიზიტი.

თავად უკრაინის ფინანსთა მინისტრი საქართველოში ჩამოსვლას მიმდინარე წლისმაისში, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გეგმავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics