13:45 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 11:53:56, 779 ნახვა

საზოგადოება
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 1991 წლიდან დაღუპულ ყველა პოლიციელის ოჯახს ყოველთვიურად 1000 ლარიანი დახმარება ექნება

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტან გომელაურის განცხადებით, მთვრობის დღევანდელ სხდომაზე სამსახურებრივი მოვალეობის დროს, ასევე ომში დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის დახმარების შესახებ კანონპროექტი განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 1991 წლიდან დაღუპულ  ყველა პოლიციელის ოჯახს  ყოველთვიურად  1000 ლარიანი დახმარება ექნება.

მისივე განმარტებით, დაღუპული პოლიციელების ოჯახები  ერთჯერადად 100 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ოღონდ ეს დახმარება ძალაში კანონის ამოქმედების შემდეგ შევა.

"დღეს კანონპროექტი გამოვიტანეთ მთავრობაზე, მთავრობამ  იმსჯელა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა დაღუპული  პოლიციელის ოჯახს ყოველთვიური დახმარება ექნება 1000 ლარი. ეს ეხება 1991 წლიდან დაღუპულ ყველა პოლიციელის  ოჯახს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.ასევე მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება და კანონის შესვლის შემდეგ იქნება ძალაში დაღუპულ პოლიციელზე ერთჯერადი 100 000 ლარიანი დახმარება. ვიმეორებ, 100 000 ლარიანი ძალაში შევა კანონის ამოქმედების შემდეგ",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, თბილისში დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახსა და ბორჯომში დაღუპული პოლიციელის ოჯახს ბინები გადაეცემათ.

"რაც შეეხება თბილისში და ბორჯომში დაღუპულ პოლიციელებს, ბინის სახით შსს გაუკეთებს დახმარებას",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics