19:35 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 13:27:55, 449 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარის ინფორმაციით, 1000-ზე მეტმა სირიელმა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარი თქვა

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 2 100-ზე მეტმა სირიელმა მიმართა.

თუმცა მისივე თქმით, მათგან 1000-ზე მეტმა ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარი განაცხადა.

სუბარის განმარტებით, მათ ევროპისა და აშშ-სკენ წასვლა გადაწყვიტეს.

„დაახლოებით 1000-ზე მეტმა ადამიანმა უარი თქვა სტატუსის მიღებაზე, რადგან როდესაც მათ გაარკვიეს, რომ საქართველოში სტატუსის მიღებით მათ გზა ეკეტებოდათ ევროპის ქვეყნებისკენ ან შეერთებული შტატებისკენ, სადაც მათ წასვლა ურჩევნიათ, ამ შემთხვევაში მათ უარი თქვეს საქართველოზე და უმეტესობამ დატოვა ჩვენი ქვეყანა. რატომ ეკეტებოდათ გზა?! რადგან გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის მიერ საქართველო მიჩნეულია უსაფრთხო ქვეყნად, შესაბამისად ამ ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსის მიმღები პირი ვეღარ გავა უკვე სხვა ქვეყანაში. თუმცა ძალიან ბევრი მათგანი დარჩა ჩვენს ქვეყანაში. თითქმის უმრავლესობამ მიიღო სტატუსი, ბევრი მათგანის საკითხი კი განხილვის სტადიაშია“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, საქართველო ასირიელებისთვის და უკრაინელებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხში ძალიან ლიბერალურია.

„ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა როგორც სირიიდან, ისე ჩრდილოეთ ერაყიდან დევნილ მოქალაქეებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდაა განსაზღვრული. ნებისმიერი ადამიანი,  ვინც მოადგება საქართველოს საზღვარს და ითხოვს თავშესაფარს, მისი შემოშვება დაბრკოლებების გარეშე ხდება. არანაირ სავიზო რეჟიმს მნიშვნელობა არ აქვს. საკითხის შესწავლა დაჩქარებული წესით ხდება. თუ არის სხვა შემთხვევაში 6 თვიანი პროცედურა, რომელიც 1 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს, სულ რაღაც 1, 2 ან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში ხდება საკითხის შესწავლა და შესაბამისად დასაბუთების შემთხვევაში ხდება ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. პირველ ეტაპზე უნდა ვიყოთ გულწრფელები, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიდგომა ცოტა მკაცრი იყო. ბოლო ერთი წლის განმვლობაში კი სტატუსს თითქმის ყველას ვაძლევთ. მკაცრი იყო იმიტომ, რომ როცა ამ საომარ მოქმედებებს მთელი ქვეყნის ტერიტორია არ ქონდა მოცული და მათ ქონდათ ქვეყნის შიგნით გადაადგილების საშუალება, ეს უკვე ნიშნავდა, რომ მაინცდამაინც სტატუსის მიღება საერთაშორისო სამართლით არ იყო აუცილებელი. მაგრამ საქართველომ მიიღო ლიბერალური მიდგომა, ისე როგორც უკრაინის შემთხვევაში. საქართველოს აქვს კანონით სრული უფლება, უკრაინიდან არცერთ ადამიანს არ მისცეს სტატუსი, რაგან მათ ქვეყნის შიგნით გადააადგილების საშუალება აქვთ. თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა ადამიანს, ვინც საქართველოში აღმოსავლეთ რეგიონებიდან შემოდის, დაჩქარებული წესით ვაძლევთ სტატუსს“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე განმარტებით, ლტოლვილის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ისინი ქვეყანაში ისეთ სამედიცინო დაზღვევას იღებენ, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. ასევე აქვთ 45 ლარიანი ყოველთვიური დახმარება, რასაც საქართველოში ნებისმიერი დევნილი იღებს. ამასთან, იგივე უფლებით სარგებლობენ საბავშვო ბაღებზე და განათლებაზე, როგორც საქართველოს მოქალაქეები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics