15:33 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 13:41:46, 601 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობაზე დასერტიფიცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც სასერტიფიკაციო აუდიტი წარმატებით გაიარა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001: 2013 შესაბამისობაზე დასერტიფიცირდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სერტიფიცირება საერთაშორისო ანგარიშსწორებისა და რეზერვების მართვის და საქართველოს საგადახდო და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების მომსახურებების მიმართულებით განხორციელდა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აღნიშნულით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ამ მიმართულებებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტთან. მათივე თქმით, სერტიფიცირება ცალსახა აღიარებაა, რომ ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები ISO/IEC 27001: 2013 სტანდარტის შესაბამისად ხორციელდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე სერტიფიკატი გერმანულმა მასერტიფიცირებელმა ორგანომ TUV SUD management Service GmbH - მა გასცა, რომელიც აკრედიტებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული სააკრედიტაციო ორგანოს DAkkS - ის მიერ.

„ISO/IEC 27001: 2013 - ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომლის შესაბამისობის სერტიფიკატი ქვეყანაში პირველად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა. ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვას. ამიტომ, აღნიშნულ სტანდარტთან შესაბამისობა ეროვნული ბანკისთვის და მთლიანად ფინანსური სექტორის განვითარებისთვის კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე „ელისო“ ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო
ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
Reuters – ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩადის
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, Telegram-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics