22:15 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 14:49:28, 330 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყებასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად სერვისების განვითარების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უზრუნველყოფს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა აკრედიტაციისა და მონაცემთა დაცვის ელექტრონული პროგრამის შემუშავებას.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან გურგენიძემ განაცხადა, აღნიშნული პროგრამა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში  საქმიანობას გაუმარტივებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ინფორმაციული ტექნოლოგიური საშუალებების და ID  სისტემების ზოგადად განვითარების კუთხით. ზოგადად, ელექტრონული მმართველობა გახლავთ ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი საქმიანობის, ზოგადად მთავრობის და ხელისუფლების. აქედან გამომდინარე,  ეს პროგრამა არის სააკრედიტაციო სისტემის დანერგვის ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოში არსებულ დიპლომატიურ კორპუსს და ჩამომსვლელ დიპლომატიურ კორპუს გაცილებით უფრო გაუადვილებს, გაუმარტივებს და გაცილებით უფრო ეფექტური იქნება მათი საქმიანობა საქართველოში. ეს იქნება უნიკალური ID ბარათები, რომლებზეც დაცული ინფორმაცია იქნება ციფრულად მოპოვებული. ეს იქნება  გამოყენებაში უსაფრთხო და გაცილებით მარტივი და იოლი საშუალება მათთვის, რომ ყველა ეს პრივილეგია, რასაც კი სახელმწიფო ანიჭებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ მიიღონ უპრობლემოდ და ყოველგვარი შეფერხების გარეშე“,-აღნიშნა გურგენიძემ.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატთა აკრედიტაციის ერთიან ელექტრონულ სისტემას პირველად ამკვიდრებს და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც დიპლომატთა აკრედიტაციის მრავალფუნქციური, მაღალტექნოლოგიური პროგრამა იმოქმედებს.
პროექტი ითვალისწინებს დიპლომატებისთვის სააკრედიტაციო ბარათების მოდელის დამზადებას,მათი გაცემის ინსტრუმენტის შექმნას და ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირებას.
ამასთან, პროექტის ფარგლებში მოხდება გაყალბებისგან დაცული,ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებადი დიპლომატების იდენტიფიცირება და შემდგომში მათთვის კანონით დადგენილი სხვადასხვა სახის შეღავათების გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სერვისების განვითარების სააგენტოს  პირველი ერთობლივი პროექტია, სამინისტრომ გაითვალისწინა  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოცდილება დოკუმენტების უსაფრთხო პერსონალიზაციის და შესაბამისი დოკუმენტების მმართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების  სფეროში, აქედან გამომდინარე გადაწყდა ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავდეს და დაინერგოს დიპლომატიური ბარათების დამზადების, გაცემის და მართვის სისტემა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილე ლევან გურგენიძემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა შიო ხეცურიანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics