15:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 15:05:31, 615 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო დიპლომატიური ბარათების შექმნის სისტემაზე მუშაობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, სერვისების განვითარების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უზრუნველყოფს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა აკრედიტაციისა და მონაცემთა დაცვის ელექტრონული პროგრამის შემუშავებას.

დოკუმენტს ხელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან გურგენიძემ და  სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა მოაწერეს.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატთა აკრედიტაციის ერთიან ელექტრონულ სისტემას პირველად ამკვიდრებს და  საქართველო  ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში,  სადაც  დიპლომატთა აკრედიტაციის მრავალფუნქციური, მაღალტექნოლოგიური პროგრამა იმოქმედებს.

პროექტი ითვალისწინებს დიპლომატებისთვის სააკრედიტაციო ბარათების მოდელის დამზადებას,  მათი გაცემის  ინსტრუმენტის შექმნასა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირებას. პროექტის ფარგლებში მოხდება გაყალბებისგან დაცული, ელექტრონულ სისტემებში ინტეგრირებადი დიპლომატების ბარათების შექმნა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მფლობელის იდენტიფიცირება და შემდგომში მათთვის კანონით დადგენილი სხვადასხვა სახის შეღავათების გამოყენება.

„აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს დიდი გამოცდილება უსაფრთხო დოკუმენტების ბეჭდვისა და შესაბამისი დოკუმენტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში. აქედან გამომდინარე, გადაწყდა  ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავდეს და დაინერგოს დიპლომატიური ბარათების დამზადება–გაცემის სისტემა. პროექტის განხორციელების შემდგომ, მოხდება გაყალბებისგან დაცული დიპლომატების ბარათების შექმნა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მფლობელის იდენტიფიცირება და შემდგომში მთელი რიგი შეღავათების გამოყენება სავაჭრო ობიექტებში,  საგადასახადო კუთხით და ა.შ.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება, მაგალითად შეიძლება დავასახელოთ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის  განხორციელებული პროექტი, რომლის საფუძველზეც მეზღვაურებზე სრულიად ახლებური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ევროკომისიის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ აღიარებული პასპორტები და სერთიფიკატები გაიცემა“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics