19:14 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 17:02:49, 2775 ნახვა

მსოფლიო
მოსულში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ჟურნალისტი დაიღუპა

ერაყის ქალაქ მოსულში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ჟურნალისტი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ფრანგი ჟურნალისტი ვერონიკ რობერი აფეთქების დროს მიღებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. მანამდე ბაღდადში მას საგანგებო ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგადაც პარიზში, ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს საპატიო ლეგიონის ჯილდო მიენიჭება.

შეგახსენებთ, 19 ივნისს მოსულში France Televisions-ის ჟურნალისტი ვერონიკ რობერი კოლეგებთან ერთად ფრანგ ისლამისტებზე რეპორტაჟს აკეთებდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. აფეთქებას კიდევ 2 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთმა კი დაზიანებები მიიღო. რობერი ერაყში არსებულ ვითარებას სისტემატიურად აშუქებდა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ცნობით, 2014 წლიდან დღემდე ერაყში 28 ჟურნალისტი დაიღუპა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics