05:14 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 10:40:50, 437 ნახვა

სამართალი
შსს-მ 11 შეკვრა ჰეროინი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ლელა ლ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 1 შეკვრად დაფასოებული, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 10 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2,0872 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 0,87566 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics