11:56 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 13:30:07, 2465 ნახვა

მსოფლიო
Washington Post: ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიისგან 17 მილიონი დოლარი მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა 2012-2013 წლებში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიისგან წინასაარჩევნო პროგრამის შედგენის სანაცვლოდ, 17 მილიონი დოლარი მიიღო, - ამის შესახებ Washington Post იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მანაფორტსა და იანუკოვიჩის პარტიას შორის არსებულ კავშირზე ინფორმაცია იმ დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი, რომელიც ანონიმურმა პირმა შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროში წარადგინა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2011 წელს მანაფორტი საერთაშორისო აგენტად დარეგისტრირდა. შეერთებული შტატების კანონმდებლობით, როცა ამერიკის მოქალაქე სხვა ქვეყნის მთავრობას ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციას უწევს, ვალდებულია, საერთაშორისო აგენტად დარეგისტრირდეს.

მედიის ცნობით, მანაფორტი - დონალდ ტრამპის მეორე მრჩეველია, რომელიც საერთაშორისო აგენტად დარეგისტრირდა. მანამდე მიმდინარე წლის მარტში პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა საკუთარი კომპანია საერთაშორისო აგენტად დაარეგისტრირა და თურქეთის ინტერესების დაცვაზე მუშოაბდა.

მანაფორტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება 2016 წლის აგვისტოში მიიღო, მას შემდეგ რაც New York Times-მა მასზე სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს
ნასარიძე - ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics