04:27 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 12:02:35, 592 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს სესხებით დააფინანსებს

სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს, რომლებსაც ინდივიდუალურად ხელი არ მიუწვდებათ ან ვერ ახერხებენ სესხის აღებას და სჭირდებათ წარმოების საშუალებების დაფინანსება, შეუძლიათ კოოპერატივის სტატუსით აიღონ „თიბისი ბანკის“ შეღავათიანი აგროსესხი ჯგუფურად და საკუთარი წარმოება დააფინანსონ.   

როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, აღნიშნულ სესხს ორი ძირითადი უპირატესობა აქვს სოფლის მეურნეობის მწარმოებელთათვის: პირველი - სესხის მომსახურებაზე პასუხისმგებლობა გადანაწილებულია  კოოპერატივში შემავალ ყველა სუბიექტზე თანაბრად, რაც სესხის დაბალრისკიანობას განაპირობებს; მეორე - ეს არის ყველაზე იაფი აგროსესხი, რომლის წლიური პროცენტი ნაწილობრივ დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ, რაც ამ სესხის სიიაფეს განაპირობებს   

სოფლის მეურნეობის მწარმოებელთათვის იაფი დაფინანსების ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს ზოგადად სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას, რათა საქართველოში წარმოებული პროდუქცია, იმპორტირებულთან შედარებით, იყოს კონკურენტუნარიანი.     

„თიბისი ბანკის“ აგროსესხები ხელმისაწვდომია სოფლის მეურნეობის ყველა დარგში შექმნილი კოოპერატივებისათვის - ეს არის მემცენარეობა, მეთევზეობა და მეცხოველეობა.  იაფი აგროსესხის მინიმალური ზღვარი 20,000 ლარია. სესხის აღება შესაძლებელია როგორც საბრუნავი საშუალებების, ისე წარმოების ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად. სახელმწიფო სუბსიდიის პირობებში, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი მომხმარებლისათვის საბრუნავ საშუალებებზე 6-7%-მდე, ხოლო ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად 3-4%-მდე იქნება. კოოპერატივად დარეგისტრირება მაღალმთიან რეგიონებში მინიმუმ 3 სუბიექტს შეუძლია, ხოლო ბარში მინიმუმ 5 სუბიექტს.   

კოოპერატივებისათვის აგროსესხების პროექტი „თიბისი ბანკმა“ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გავითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა.

„ვამაყობთ, ჩვენ პირველებმა შევქმენით კოოპერატივების დაფინანსების პრეცენდენტი და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, ამიტომაც ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კოოპერატივებთან და დავაფინანსოთ ისინი იაფი სახსრებით, რათა მათ შეძლონ კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი პროდუქციის შექმნა“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დირექტორის მოადგილე მიკროფინანსების მიმართულებით ნიკა ქურდიანმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics