20:51 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 14:41:35, 1932 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციით 37 600-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას ინფორმაციით,  ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, უვიზო მიმოსვლით 37 600-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

 როგორც ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ქართველი მოქალაქეების საზღვრიდან მობრუნების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

„ყველას გვახსოვს, შიში და მოსაზრებები იყო წინასწარ გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვრებიდან მოაბრუნებდნენ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ ამ მხრივაც გვაქვს ძალიან კარგი შედეგი. სრულ ამ პერიოდში 37 ათას 600-ზე  მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ ახალი შესაძლებლობით და აქედან მხოლოდ  0, 3 %- ია შემთხვევები, როცა ჩვენს მოქალაქეებს საზღვარზე ეთქვათ უარი. ეს ფაქტები ბევრზე მეტყველებს. ევროკავშირი იცავს და ასრულებს თავის პირობას.  ახლა დრო არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმაც შეასრულონ  ის ვალდებულებები, ის მოთხოვნები, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით და არ დაარღვიონ სავიზო რეჟიმი“,-განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიმართულებით მგზავრების ნაკადი გაზრდილია.

„გაზრდილი არის ნაკადი ევროკავშირის მიმართულებით.  ორნახევარჯერ, მეტჯერ არის გაზრდილი ეს რიცხვი, რაც ძალიან სასიხარულოა. იმიტომ რომ ეს არის რეალური  ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, შედეგის მომტანი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა იზრდება ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ჩვენი მოქალაქეები უკეთ ეცნობიან იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც სთავაზობს  ევროკავშირი და რომელიც წერტილს დაუსვამს სპეკულაციებს, კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ორიენტაცია. ეს გაამყარებს ჩვენს მისწრაფებას და სურვილს, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics